|
2022-06-21 15:39:53, 895 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი ხოშტარიაზე - ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს
ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თავად რუსულ ფულს ხელს ვერ მოკიდებდა, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ის. "რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს. სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ ფულს ხელს ვერ მოვკიდებდი, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს. ელენე ხოშტარია არის პოლიტიკოსი და არჩევნებზე ვნახავთ, ხალხმა რა როგორ აღიქვა. ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსებებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას მოუწოდა, რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შესახებ, ინფორმაცია გაასაჯაროვოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)