|
2022-06-21 14:34:12, 783 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჯერ ტერიტორიული პრობლემების საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
ნატო-ში გაწევრიანებამდე საქართველომ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადაჭრას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საქართველოსთვის წევრობის მინიჭებისთვის აუცილებელია ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსის მიღწევა. „ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებული, კონსენსუსი უნდა შედგეს ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს NATO-ს წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა”,- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომლებსაც საქართველო და გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობა საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 2008 წლის 3 სექტემბერს გაწყვიტა. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)