|
2022-06-20 15:01:53, 1213 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე - არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დოკუმენტში შესაბამისი რეკომენდაციები აისახება, ქვეყნის ხელისუფლება პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტირებისას ისაუბრა. „ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; თუ მოახერხა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე; თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, - რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენილი. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავართმევთ ამ გამოწვევას თავს. რა თქმა უნდა, ისიც მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ, იქნება ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)