|
2022-06-20 12:17:34, 1138 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება, რატომ ვარ დარწმუნებული? ასეა, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა
დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ასე იყო 2003-ის 23 ნოემბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივნისს. ასე იყო ყოველთვის, როცა რუსეთიდან გაქცევის შანსია, ასე იქნება ყოველთვის, როცა რუსეთში დაბრუნების საფრთხეა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას „შინ ევროპისკენ“. როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. "ამოცანა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი და ხელშესახები. წლის ბოლოს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. ამისათვის უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია. ამისათვის ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს. საჭიროა ახალი, დიდი ძალისხმევა, რომ ეს გეგმა შესრულდეს. ამისათვის: რიგგარეშე არჩევნები; ახალი კოალიციური მთავრობა; ას დღეში ყველა აუცილებელი რეფორმის დაწყება; წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა; არ გჯერათ? წარმოუდგენელია? კი თუ სახლში დარჩები დღეს. დღევანდელი დღე განსაზღვრავს, ეს ილუზიაა თუ რეალობა. მომდევნო ექვსი თვე დიდი ძალისხმევა და მარათონი გვაქვს წინ, მაგრამ წინ ევროპაა. ერთად წავიდეთ შინ, სახლში ევროპისკენ“, - წერს გიგი უგულავა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)