|
2022-06-17 18:38:17, 1011 ნახვა
პოლიტიკა
„თუ კიდევ ისე გაგრძელდა, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან“ - ზურაბიშვილი ხელისუფლებას 6 თვეს აძლევს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ექვს თვეს აძლებს და აცხადებს, რომ "თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან". როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ვადა 2022 წლის ბოლომდე აქვს და ახლა ხელისუფლებას პასუხიმგებლობა ასმაგად ეკისრება. "გვაძლევენ პირობითად ვადას 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუ ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატის სტატუსი და გვინდა, ჰო? ვიცით, რომ 85%-ს უნდა. ასე რომ გავაკეთოთ და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან, არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან საერთოდ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)