|
2022-06-17 17:39:52, 1006 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე კრიტიკულ მედიას - ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს რატომ არ იმჩნევთ? არ იცით?
რატომ არ იმჩნევთ ელენე ხოშტარიას ქეისს? ხომ არ იცით, თქვენი ტელევიზია რატომ არ იმჩნევს რუსეთიდან გადმორიცხულ ფულებთან დაკავშირებით, არ იცით? მთავარი არხი რატომ არ იმჩნევს? - ამ კითხვით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „პირველს“ და „მთავარ არხს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის რუსული ინტერესის ლობირება. მისივე თქმით, ოპოზიციური მედია პირდაპირ ეთერში იტყუება, როდესაც სვამს კითხვას ბიძინა ივანიშვილის რუსულ ბიზნესზე, რომელიც მას 2012 წლის შემდეგ აღარ აქვს. ეს არის მათი ტყუილი და ერთი მტკიცებულებაც არ შეუძლიათ წარმოადგინონ. „რატომ არ იმჩნევთ ელენე ხოშტარიას ქეისს? ხომ არ იცით, თქვენი ტელევიზია რატომ არ იმჩნევს რუსეთიდან გადმორიცხულ ფულებთან დაკავშირებით, არ იცით? „მთავარი არხი“ რატომ არ იმჩნევს? რუსულ ფულზე პასუხია ბიძინა ივანიშვილი? რომელსაც ჩაეხსნა 2012 წელს. ახლა თქვენ მიპასუხეთ, დღეს რომ ელენე ხოშტარია იღებს. დიდი ბოდიში შენიშვნა მიწევს, მაგრამ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში იტყუებით. 2012 წელს რომ ჩაეხსნა თემებს და ბიზნესს, იმაზე დღეს მისვამთ შეკითხვას. ეს არის თქვენი ტყუილი, ერთი მტკიცებულებაც არ შეგიძლიათ წარმოადგინოთ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)