17:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 11:56:42, 863 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის შტატის პროკურატურის წარმომადგენლები.

საქართველოს პროკურატურის დელეგაციის სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე, გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI).
გარდა ამისა, ირაკლი შოთაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორს ტრეისი უილკისონს, ოლქის აღმასრულებელ პროკურორს ჯასტინ როუდსს და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლეს მაიკლ რ. უილნერს შეხვდა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტი საქართველოში ამერიკის საელჩოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics