18:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 11:18:41, 1418 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - მარიუპოლი, ომის ადამიანური მსხვერპლის სიმბოლო, სავარაუდოდ უკრაინის ყველაზე მომაკვდინებელი ადგილი იყო

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი   ომის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ძლიერი სიმბოლო გახდა. ალყაში მოქცეული ქალაქი, სადაც ხაფანგში მოქცეული მოსახლეობა კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის და წყლის გარეშე ცხოვრობდა. ადგილობრივებს ცხედრების მზარდი რაოდენობის დასაკრძალად თხრილების გამზადება უწევდათ. განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა.

ბაჩელეტის თქმით,  განახლებული შეფასებით  ქალაქის 350 000-მდე მცხოვრები გაექცა რუსეთის  ალყასა და ქალაქის ოკუპაციას. მისივე თქმით,  საცხოვრებელი შენობების 90 პროცენტამდე. ან დაზიანდა ან განადგურდა. მარიუპოლში ომამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

გაეროს გამომძიებელთა გუნდებმა გადაამოწმეს 1,348 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, რომლებიც უშუალოდ მარიუპოლში საომარ მოქმედებებს მიეკუთვნება, მათ შორის 70 ბავშვია. მსხვერპლი გამოწვეული იყო საჰაერო თავდასხმებით, სატანკო და საარტილერიო დაბომბვით, ასევე მცირე იარაღით და მსუბუქი იარაღით ქუჩის ბრძოლების დროს,” - თქვა გაეროს წარმომადგებელმა და დასძინა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რიცხვი ”სავარაუდოდ ათასობით მეტია”.

რუსეთის თავდასხმა მარიუპოლზე 24 თებერვლის დასაწყისში უკრაინაში ომის საშინელებების სიმბოლოდ იქცა, რასაც მოყვა  სამშობიაროს დაბომბვა და თეატრის დანგრევა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს..

მარიუპოლში ცხედრები იპოვეს „იმპროვიზირებულ ინდივიდუალურ ან კოლექტიური საფლავებში ეზოებში, ქუჩებსა და პარკებში, უპატრონო სახლებსა და ბინებში“,- განმარტა გაეროს წარმომადგებელმა. "ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ დასამარხია."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics