17:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 10:47:42, 1111 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო - საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, „შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება“, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე.წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას ზიანი მიადგეს.

„ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალების მორიგ უპასუხისმგებლო და მანიპულაციაზე დაყრდნობილ ინფორმაციასა და გასულ სიუჟეტებს, რომლებიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა. ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი.

ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება. საქართველოს მიერ განხორციელებულ თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც ეხება საეჭვო ტვირთების კონტროლს, სრულად არიან ინფორმირებულები ჩვენი პარტნიორები, როგორც აშშ-დან აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. (იხ. მიმდინარე წლის 3 ივნისის განცხადება: https://www.rs.ge/NewsArchive?newsId=657 ) ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics