|
2022-06-17 10:25:01, 3580 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ - წევრობა
რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის. „ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე საქმეზე მიდგება. არ ვიცი, რატომ გახდა ასეთი აქტუალური, ამის ახსნა მე გამიჭირდება, უნდა ვკითხოთ ამ რიტორიკის ავტორებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)