|
2022-06-16 19:31:48, 1251 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანას, დღევანდელი დღე არავისთან შეჯიბრი არ იყო
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ. "აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი. მე აქ პრეზიდენტი არ ვარ, ზოგჯერ ეს ერთ ან მეორე მხარეს ავიწყდება. მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. და სანამ შევძლებ სადაც ვარ იმ ადგილიდან და თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს განხორციელდეს. მე არ ველოდებოდი რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ, ამას არც ველოდებოდი, ეს არის რიგითი მოქალაქეების შეკრება. სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე ან მეორეზე. ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ჩამოყვანას და აქტივისტები შეკრებას ეს არის გამოხატვაა თავისუფლების ერის, თავისუფლების ხედით. ეს უნდა ვისწავლოთ და ნელ-ნელა ვისწავლით. მნიშვნელოვანია ამას ხელი არ შეუშალოს. დღევანდელი დღე არავისთან შეჯიბრი არ იყო.",- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მოედნანზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)