|
2022-06-16 10:54:52, 1008 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - რუსეთი, აშკარად პრორუსული მთავრობის თანხმობით, საქართველოს სანქციების თავიდან აცილებისთვის იყენებს
რუსეთი იყენებს მეზობელ საქართველოს სანქციების თავიდან აცილების მიზნით, "აშკარად პრორუსული“ მთავრობის თანხმობით, რასაც საქართველო უარყოფს,- აცხადებს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია. მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში ყოველდღიურად 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება. " უკრაინამ ჯარში ერთი მილიონი ადამიანი აიყვანა და კიდევ ორი მილიონის შეკრების შესაძლებლობა აქვს, მას აქვს შანსი, რათა გააგრძელოს ბრძოლა დონბასში, სადაც რუსეთი თანდათან იძენს ტერიტორიებს. რუსეთი იყენებს მეზობელ საქართველოს სანქციების თავიდან აცილების მიზნით, "აშკარად პრორუსული“ მთავრობის თანხმობით, რასაც საქართველო უარყოფს,"- აცხადებს არახამია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისს განაცხადა, რომ 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ყოველდღიურად, მას შემდეგ რაც რუსეთი აძლიერებს დონბასში შეტევას. დავით არახამიას თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია რეალურად საკმაოდ სუსტია, ამიტომ არ გვინდა მაგიდასთან ჯდომა, თუ ამ პოზიციაზე ვიქნებით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს რაღაცნაირად", - განაცხადა არახამიამ და ხაზი გაუსვა კონტროპერაციის აღდგენის აუცილებლობას. დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. არახამია უხელმძღვანელებს უკრაინულ დელეგაციას ვაშინგტონში ამ კვირაში, რათა კონგრესმა გაზარდოს იარაღის მიწოდების ტემპი და აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)