|
2022-06-15 16:24:10, 1125 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ტიტე აროშიძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიის წარმომადგენლები, დამსაქმებლები და შშმ სტატუსის მქონე სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ. აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები შშმ პირთა შრომის ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობის კუთხით. ფორუმის მეორე ნაწილი პირისპირ შეხვედრებს დაეთმო, სადაც სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს მიეცათ შესაძლებლობა პირისპირ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს. ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნისათვის, მადლობის სიგელით კომპანიები დაჯილდოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)