|
2022-06-15 11:19:40, 1597 ნახვა
პოლიტიკა
მელია - პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები, ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა
ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში - სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში,- ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას აქციის დაანონსების შესახებ. მელიას თქმით, პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები. „ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში - სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს შენი პოზიცია, მაგრამ პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები. ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა. 20 ივნისი 20:00 საათი“,- წერს ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიგინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს 16 ივნისს აქცია დაანონსა. მისი თქმით, ყველა უნდა გამოვიდეს ევროპის მოედანზე, როგორც რიგითი მოქალაქე. „16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა".- განაცხადა ზურაბიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)