|
2022-06-14 20:03:25, 1006 ნახვა
პოლიტიკა
BBC - რუსეთმა 29 ბრიტანელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა 29 ბრიტანელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. - განაცხადა BBC-ს ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მათივე თქმით, სანქცირებულ პირებს შორის ასევე არიან თავდაცვის სექტორის წარმომადგენლები. "რუსეთმა ათობით ბრიტანელ ჟურნალისტსა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის სიაში არიან BBC-ის გენერალური დირექტორი და ის ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს აშუქებდნენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)