|
2022-06-14 12:59:33, 850 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე ივანიშვილზე - ყველა რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ბრძოლაში უკან არ დავიხიოთ
როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. რიჟვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა. „ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა. როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და რა თქმა უნდა, ბოლომდე, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრებათ, ყველა ბრძოლაში თვალდახუჭული ვიქნებით ბოლომდე“,- განაცხადა რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რელოზუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნები0“ს დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)