|
2022-06-13 16:51:39, 1265 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა
კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. "ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის - „სირცხვილია“. პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. „სირცხვილია“ თუ არა სირცხვილია, რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ, ყველა შემთხვევაში არის კეზერაშვილის ან სააკაშვილის ხელიდან დაპურებული „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება. ამ ადამიანების აზროვნება მიმართულია ერთი რაღაცისკენ - ერთ ადამიანს ავნონ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე ადამიანს გუნდრუკი უკმიონ - ეს არის მიხეილ სააკაშვილი“. - განაცხადა ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)