|
2022-06-12 12:25:38, 1209 ნახვა
პოლიტიკა
„გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“- ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი, 14-19 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის თანაშემწე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. „ შეხვედრებზე განიხილიბა კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამატებით დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებაში,ეკონომიკის გაძლიერებასა და წარმატებული მომავლის შენებაში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)