|
2022-06-11 15:23:03, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - თუ ჩვენ სურსათის ექსპორტს ვერ შევძლებთ, აზიისა და აფრიკის ქვეყნები მწვავე კრიზის წინაშე დადგებიან
ომის შედეგებმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საერთაშორისო წესრიგის მომავალზე იმოქმედა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში აზიის უსაფრთხოების სამიტზე ჩართვისას. მისივე თქმით, სურსათის ექსპორტი რჩება მთავარ გამოწვევად. "უკრაინის ბრძოლის ველებზე ამ სამყაროს მომავალი წესები ყალიბდება, თუ ჩვენ სურსათის ექსპორტს ვერ შევძლებთ, აზიისა და აფრიკის ქვეყნები მწვავე და მძიმე სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)