20:10 - 29 Jul, 2026
|
2022-06-11 10:01:21, 1767 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს. როგორც ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ორი ავტობუსის მძღოლიდან ერთ-ერთმა საჭეზე კონტროლი დაკარგა. მათივე ცნობით, დაშავებული ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები უტარდება. ნაკრების სხვა ფეხბურთელები და ავტობუსში მყოფი გუნდის სხვა წევრები თავს კარგად გრძნობენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო საფეხურზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ხვალ, 12 ივნისის არის ჩანიშნული.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)