|
2022-06-10 20:28:03, 1413 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი პრეზიდენტს - სამარცხვინოა, კრიმინალებისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება
სამარცხვინოა, კრიმინალებისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება. - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი. "ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მაშინ როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი იმ ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციაში დაახლოება. რაც შეეხება შემდეგ განცხადებას, სამარცხვინოა ასევე, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი, გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი". - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდნეტმა განაცხადა, სადაც ისაუბრა არც სააკაშვილი, არც გვარამია და არც ივანიშვილი არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი მომავალი არ დავიცვათ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)