|
2022-06-10 19:12:29, 1259 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - აბსურდია მედიის მთავარი ინკვიზიტორების პოზიტიურად მოხსენიება, ხოლო ივანიშვილის, რომელმაც გაათავისუფლა მედია, ნეგატიურში
ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა. მისივე თქმით,აბსურდია მედიის მთავარი ინკვიზიტორების პოზიტიურად მოხსენიება, ხოლო ივანიშვილის, რომელმაც გაათავისუფლა მედია, ნეგატიურში. „ არ შეიძლება, მედიის მთავარი ინკვიზიტორების: მიხეილ სააკაშვილის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირდაპირ თქვა, „იმედი“ სარედაქციო პოლიტიკის გამო დავხურეთო და კეზერაშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მაშინდელი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო, რომელიც მედიას დევნიდა - მათი დაცვის ჭრილში მოხსენიება და ბიძინა ივანიშვილის კი, რომელმაც მედია სივრცე მათგან გაათავისუფლა, ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნა შანსი და განავითარა, მისი ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება. ნამდვილად შეუძლებელი აბსურდია! თუმცა, ვინაიდან მოხდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე ჩაიწერა, ალბათ, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არ შეიძლება ბარიერად იქცეს კანდიდატის მინიჭების გზაზე. ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, - განაცხადა დავითულიანმა. შეგახსენებთ რომ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)