|
2022-06-10 17:48:50, 1170 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მთავრობამ კიდევ ერთი უარი მითხრა საფრანგეთში, პოლონეთში, უკრაინაში ჩასვლაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის განხორციელებაზე. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ძალისხმევის გაწევა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატად მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ „ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.“ "მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, ვისთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა",- განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)