|
2022-06-09 18:49:19, 928 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება
საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. - განაცხადა "ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. "სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში, თავისუფლად და მშვიდობიანად, ღირსების და სოციალური პირობების სრული დაცვით - და ამ იდეას საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა ქვია. მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას": ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელსიუფელბა. თქვენ გაქვთ 2 კვირა - დაასრულეთ საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა, დაასრულეთ პოლიტიკური დევნა. დადგა დრო ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი. 20 ივნისს 3 წელი სრულდება მას შედეგ რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფელბისათვის. მე ვიცი, რომ ამ დღეს, ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფელბა, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე - ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის". - განაცხადე მელიამ. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია დაანონსა - " შინ ევროპსკენ". აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)