|
2022-06-08 18:57:59, 1100 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბერძენიშვილებმა თავის თავს მიხედონ, ვერც კი ხვდებიან როგორ იყენებენ ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები
ბერძენიშვილებმა თავის თავს მიხედონ, ვერც კი ხვდებიან ან ხვდებიან და უშვებენ აზრს, როგორ იყენებენ ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა, ეროვნული იდენტობის სხვადასხვა მახასიათებლებთან ბრძოლა ნიშნავს, რომ საზოგადოებაში აზრს ტესტავენ. „ბერძენიშვილებმა თავის თავს მიხედონ იქიდან გამომდინარე, რომ ვერც კი ხვდებიან ან ხვდებიან და უშვებენ ამ აზრს, როგორ იყენებენ, ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ. დავით აღმაშენებელს შეურაცხყოფდა ეს ხალხი, კონკრეტულად ისინიც მათ შორის, როდესაც მის შთამომავლობას ლანძღავდნენ, შემდეგ ერეკლეს. წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა, ამ ეროვნული იდენტობის სხვადასხვა მახასიათებლებთან, ნიშნებთან ბრძოლა როდესაც გამოცხადებული აქვთ ადამიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყინულმჭრელის ფუნქციას ასრულებინებენ და ტესტავენ საზოგადოებაში აზრს. საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას. ნურავის აჯერებენ, თითქოს საკუთარი წარსულის შეურაცხყოფა დასავლური იდენტობის ნაწილია. რეალურად ღირსება, შენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციის პატივისცემა, კულტურა არის სწორედ დასავლეთი, ევროპა და ევროპულობა. ამას შეეგუონ და ქართველი ხალხის აზრის გატესტვას, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, თავი დაანებონ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის წევრებს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)