|
2022-06-07 22:28:22, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს ჩვენ ინტეგრაციას
იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს ჩვენ ინტეგრაციას. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესში იქნება საქართველოს მოსახლეობის 88%-ის, მათი, ვინც ემხრობა ევროინტეგრაციას. "ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესში იქნება საქართველოს მოსახლეობის 88%-ის, მათი, ვინც ემხრობა ევროინტეგრაციას, სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო – საქართველოს აღიარება და დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ NATO-სთან ურთიერთობაზე, მალე მადრიდის სამიტს ველოდებით. ეს გზაც საქართველოსთვის უალტერნატივოა. ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიაში ჩვენი თანამშრომლობით, თუ ჩვენი თვით NATO-ში მხარდაჭერით, ეს არის გზა, რომელზეც ვიცით, რომ იტალია დგას ჩვენ გვერდით". - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთობლივი ბროფინგი გამართა.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)