|
2022-06-07 16:06:02, 1029 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - 5 ივლისი იყო ბოროტება, რაც „ალტ-ინფოსგან“ გვახსოვს, „ნაცმოძრაობაში“ ასეთს კვირაში ერთხელ სჩადიან
5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი და 9 წლის განმავლობაში ასეთ სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ალტ-ინფო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მედლის ორი მხარეა, რადგან „იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა ეგიდით“. "ჩემთვის პირადად, ალტ-ინფო და მისი ეს განწყობები და ნაცმოძრაობის ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი, ერთი მედლის ორი მხარე. ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით, ეს არის სულ, ერთ საქმეს ეხმაურებიან, საბოლოო ჯამში. ისინი ვითომ პროდასავლური ეგიდით აკეთებენ, ამის დეკლარირებით, მაგრამ რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს, მეორე მხრივ ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ოღონდ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით. რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი, ნაცმოძრაობამ დაგვიმტკიცა რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა, ალტ ინტოს მთლად იმდენი ბოროტება... 5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი ზოგი ადმინისტრაციული და ზოგი სისხლის სამართლის წესით, და 9 წლის განმავლობაში ასეთ სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მინიმუმ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები", - განაცხადა მდინარაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)