|
2022-06-07 15:05:21, 997 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას და დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო
ოპოზიციას ორი მიმართულებით აქვს გაშლილი ფრონტი, ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს და მეორე მხრივ, დაკავებული არიან იმით, რომ გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს, ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული მეორე ფრონტის გახსნამდე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ვა-ბანკზეა წასული და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები. „მთელი ოპოზიციის დღევანდელი მოქმედებების არსი შეიძლება ორ წინადადებაში ჩაეტიოს ერთი - ისინი ებრძვიან ეროვნულ იდენტობას, აგინებენ წმინდანებს, საოცრებებს აკეთებენ, წარმოიდგინეთ, რაზე საუბარი გვიწევს და მეორე მხრივ, ისინი დაკავებული არიან იმით, რომ რამენაირად გალანძღონ საქართველო ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში და რამენაირად მოხდეს ისე, რომ თუ მოლდოვა და უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები დამსახურებულად მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს და ამაზე ააწყონ მთელი თავისი გეგმები, მისული მეორე ფრონტის გახსნამდე, თავის დროზე შეთქმულების თეორიას რომ ეძახდნენ. ამ ორი მიმართულებით აქვთ გაშლილი ფრონტი და რატომ ჰგონიათ, რომ ან ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლაში, ან საქართველოსთან და მის ევროპულ პერსპექტივასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ, ნამდვილად არ ვიცი. ისინი ვა-ბანკზე არიან წასულები და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები, არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა ასე გაწირო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)