|
2022-06-06 21:03:08, 1387 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ქართველ ხალხს შეიძლება მოუწიოს, გადაწყვიტოს რას ირჩევს - ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს
ქართველ ხალხს შეიძლება მოუწიოს, გადაწყვიტოს რას ირჩევს - ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს. - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ევროკავშირში გაწევრინების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილში. მათივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. "საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა თბილისში ხდება და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები, რომ ის გადასცეთ სხვებს, ყველაფრის ფასად სკამებზე მოჭიდების გარეშე. მეორეს მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგეს და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირში წევრიბის სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიმდინარე თვის განმავლობაში ელოდება.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)