|
2022-06-06 19:46:49, 1245 ნახვა
პოლიტიკა
მორგოშია - აუდიტის სამსახური ლომჯარიადან იმართება, ისევ მისი კადრები არიან
აუდიტის სამსახური ლომჯარიადან იმართება, ისევ მისი კადრები არიან. - განაცხადა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა კოკა მორღოშიამ. მისივე თქმით, სამართლიანად არ მიიჩნევენ მიღებულ გადაწყვეტიელბას "სამართლიანად არ მივიჩნევ იმიტომ, რომ ყველაფერი გვქონდა არგუმენტირებულად ჩამოყალიბებული, თუმცა ვიცოდით აუდიტის სამსახურის განწყობები, ისიც ვიცით საიდან იმართება აუდიტის სამსახური, ლომჯარიადან, ისევ მისი კადრები არიან და ის ხალხი არის ისევ მანდ, ვინც ადრე ჩვენს ჯარიმებზე საუბრობდა. ვაპირებთ გასაჩივრებას თუ დაგვაკისრებენ გადახდას და სხვა ბერკეტებს გამოიყენებენ, ცხადია დავემორჩილებით კანონს. აუდიტის სამსახურს ეს აქვს პრეტენზია, ჩვენ დეკემბერში ჩვენ უბრალოდ დავაანონსეთ ოფისების გახსნა, ხოლო ოფისები გავხსენით მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები, ეს არის და ეს, მათ იხელმძღვანელეს Facebook- ის გვერდებიდან". - განაცხადა მორღოშიამ. შეგახსენეთ, "კონსერვატიული მოძრაობა" აუდიტის სამსახურმა 220 000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)