17:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 18:21:54, 1028 ნახვა

პოლიტიკა
მურადაშვილი - თუ „რუსთავი 2“ კომპენსაციას არ გადაიხდის, დავა გაგრძელდება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში

ნიკა გვარამიას მიერ, „რუსთავი 2-თვის“ მოთხოვნილ კომპენსაციაზე დავა არ გაგრძელდება აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა თამთა მურააშვილმა მას შემდეგ რაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.

მისივე თქმით ხელშეკრულების თანახმად, ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში.

„დავა არ გაგრძელდება აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში, ამიტომ თუ „რუსთავი 2“ არ გადაიხდის, დავა გადაინაცვლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ". - განაცხადა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ კომპენსაციას სთხოვს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics