|
2022-06-06 18:07:33, 1063 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - „ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა იგეგმება
პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. მისივე თქმით, ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც. "პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა. რამდენიმე პირის დაშვება ვითხოვეთ და მათ შორის ვითხოვეთ საფუძვლები სამართლებრივი და მოწესრიგების წესი, ამ წერილის პასუხად გამოგვეგზავნა იმავე დღეს, როგორც ჩანს ეს პასუხი. საბოლოო მიზანი არ ვიცი, თუმცა რისკი რასაც ვხედავთ არის, შესაძლებელია უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)