07:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 13:11:03, 876 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს

„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. აპრილში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაისის ინფლაციის დინამიკა, ფასების კვლავ მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ამჯერად, მოლოდინების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის მატებამ შეიტანა.

2022 წლისათვის, „თიბისი კაპიტალის“ განახლებული მაკრო მოლოდინები, მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-ზე მეტიდან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს. წლის ბოლო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი კი, არსებული 9.5%-დან, როგორც ჩანს მხოლოდ მცირედით გადაიხრება.

"ლარის კურსის მხრივ, თავისთავად, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება ძლიერი დარჩება. ამასთან, თუ საერთაშორისო მასშტაბით დოლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდა, რაც როგორც ჩანს ახლო მომავლის პერსპექტივა არაა და უფრო შემდეგ წლებში არის მოსალოდნელი, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართლდებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. ამავდროულად, რადგანაც სებ-ის 24 მაისის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ, გაუფასურების მოლოდინები მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ შემდგომ ინტერვენციებს, მოლოდინების ცვლილების კუთხით, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება,"- ვკითხულობთ ანგარიშში.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics