|
2022-06-04 11:54:27, 1300 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - არც ერთ ქვეყანაში ისე არ იქცევა ოპოზიცია, როგორც ჩვენთან, რადგან მათ ესმით საერთო ეროვნული მიზნები
არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ ესმით, საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილა. ,,ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად ამ სტატუსის მიღება საქართველოს გაუჭირდეს. ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი,’’ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ქვეყანას ინტერესს. ,,ისინი მზად არიან ამ მიზნისათვის, სწორედ აკეთონ ასეთი განცხადებები. რა თმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნიდან ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. ასცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით, რომ ერთია შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები,’’ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)