17:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 22:34:29, 1489 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიკა გვარამია სამსახურეობრივი ხელშეკრულების დარღვევისთვის რუსთავი 2-ს კომპენსაციას სთხოვს

ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კომპენსაციას სთხოვს . - ამის შესახებ განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგკიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარია 5 მილიონ აშშ დოლარზე.

"ნიკა გვარამიას რუსთავი 2-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით".- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics