|
2022-06-03 20:00:53, 1261 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ზელენსკის გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული
თუკი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, ჩვენ უკრაინისთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. "თუკი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის რთული მდგომარეობა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა". - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტევრიუში აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში უნდა მოეწვიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)