|
2022-06-03 17:48:58, 1196 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის ელჩი საქართველოში - რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ
მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ პროცესში. "მე ვიტყოდი უფრო ზუსტად, ბუნების სამ რამეს. პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი. მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ეს აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის და მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ,"- განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)