|
2022-06-03 14:39:11, 998 ნახვა
პოლიტიკა
საია - ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია, მის ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოცემულ საქმეზე საია ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს. საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მათი თქმით, განაჩენი დაუსაბუთებელია. საია სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულების საფუძველზეა აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები. ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)