13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 14:00:30, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და 70 კომპანიას საექსპორტო შეზღუდვებს უწესებს

დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა კიდევ 70 რუსული კომპანიის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

გაფართოებული სანქციების ქვეშ მოხვდნენ ჰოლდინგი Ak Bars, სააქციო საზოგადოება Rubin, Gazprom Neft Shelf, S.V. Ilyushin-ის სახელობის საავიაციო კომპლექსი, Yakovlev Design Bureau და Voentelecom.

გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა ბელორუსული კომპანია Eleron.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს კომპანიები ჩართულნი არიან „საქმიანობებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ უსაფრთხოებას ან აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინტერესებს“.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს თეთრმა სახლმა  ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა . კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პირველ არხს, რუსეთ 1-ს და NTV-ს. შეზღუდვები ასევე დაწესდება სბერბანკის რვა ხელმძღვანელზე და გაზპრომბანკის კიდევ 27 ხელმძღვანელზე. მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი შავ სიაში მოხვდა.

აშშ-ის ხაზინამ ასევე გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააწესა შეზღუდვები 17 რუსსა და 16 იურიდიულ პირზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics