|
2022-06-03 10:17:34, 1130 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველომ კი არა
სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს და ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ რაღაცნაირად მოახერხონ საქართველოში სიტუაციის ამოყირავება, ხელისუფლების დამხობა და ა.შ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „მაგალითად, ასოცირებულ ტრიოში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. დავუშვათ მოხდა ისე, რომ კრიტერიუმების მიუხედავად, საერთოდ არაფერი გაითვალისწინეს და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში მოხდა რაღაც არაორდინალური, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. სუბიექტურად რომ წავიდეთ, ვისი ინტერესია ეს ყველაფერი? სუბიექტურად კი, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ამ ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი გადაწყვეტილება. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)