|
2022-06-02 22:16:18, 1481 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი გვარამის საქმეზე - პოლიტიკურად ამ დროს ეს გადაწყვეტილება არ იყო დროული
პოლიტიკურად ამ დროს ეს გადაწყვეტილება არ იყო დროული. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გვარამის საქმეზე. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება გადავადებულიყო. "ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე, არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. მე არ შეიძლება როგორც პრეზიდენტი, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, რომ გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მე მიმაჩნია, რომ არ იყო დროული.შინაარსზე სასამართლოს გადაწყვეტილების არაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ იყო სასჯელის სხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იყო მიღებული, მაგრამ ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ". - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)