|
2022-06-02 18:50:12, 1123 ნახვა
პოლიტიკა
ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია წულუკიანმა მისივე გათავისუფლებული თანამშრომლების შედგენილი გეგმით დაიწყო
ხელოვნების მუზეუმიდან, უნიკალური ექსპონატების ევაკუაცია თეა წულუკიანმა იმ გეგმით დაიწყო, რომელიც მუზეუმის ყოფილმა და მისივე გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს. - განაცხადა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ეკა კიკნაძემ. მისივე თქმით, წულუკიანმა ერთი წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა ერთი წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით. "წულუკიანს მოუწია წასულიყო იმ გეგმით რომელიც გვქონდა შემუშავებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეს გასაკვირი არ არს იმიტომ რომ ეს გეგმა თავის დროზე შეადგინეს სამუზეუმო საქმის საუკეთესო სპეციალისტებმა ამ ქვეყანაში, რომლებსაც წულუკიანი დაუპირისპირდა, 1 წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა 1 წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ კოლექციის ინტერესია მთავარი და ის, რომ კოლექცია გადადის უსაფრთხო და მისთვის შესაბამის ადგილას, ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა" - განაცხადა ეკა კიკნაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ნაწილის ტრანსპორტირება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)