|
2022-06-02 17:25:40, 1135 ნახვა
პოლიტიკა
მორგოშია - არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას
არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას. - განაცხადა პუტინისტური და ჰომოფობიური პარტიის ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ. მისივე თქმით, ვერსაჩეს მაისურს 3 ივლისს გავუგზავნის ქალბატონ კელი დეგნანს. " რაც შეეხება ჩაცმულობას, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას. არადა ესენი მე მეძახიან ჰომოფობს, მოძალადეს და ბნელს. ვიმოსები იმით, რაც მომწონს და ხაზს ამ დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას უსვამს ის ხალხი, რომელიც მე მარიგებენ ჭკუას. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ მაისურს 3 ივლისს გავუგზავნი ქალბატონ კელი დეგნანს საჩუქრად. აი ეს პირობა შემიძლია დავდო" - განაცხადა მორგოშიამ. შეგახსენებთ,რომ გუშინ კოკა მორგოშიამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციაა დაანონსა სადაც ცნობილი გეი დიზაინერის ვერსაჩეს მაისური ეცვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)