12:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 15:57:03, 1523 ნახვა

ომი უკრაინაში
ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ .

როგორც ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა მარკ დეილიმ განაცხადა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

"რუსეთის ფედერაციის უკანონო შეჭრა უკრაინაში არის გენოციდი. ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინაში გენოციდის შესახებ.

რუსი სამხედროების ქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს, რომლებიც დადგენილ იქნა გაეროს გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციით", - განაცხადა დალიმ.

სენატმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს შეინარჩუნონ და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics