|
2022-06-02 12:41:31, 963 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი მაკალისტერს - უნდა აჩვენოთ თქვენი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოთ
სტრატეგიულ პუნქტში მყოფმა კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, - ასე ეხმაურება პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ევროკავშირისთვის სიმართლის, სანდოობისა და ლეგიტიმაციის მომენტია. "ეს ნამდვილად არის სიმართლის მომენტი #ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორის სანდოობისა და ლეგიტიმაციის. ამ სტრატეგიულ პუნქტში მყოფმა კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ #საქართველოს, #მოლდოვასა და #უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით",- წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპის კომიტეტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კომისიაზე განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)