|
2022-06-01 21:04:25, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების, ასიე სირაბიძისა და რამაზ ქათამაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების, ასიე სირაბიძისა და რამაზ ქათამაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგებს, იუბილე შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასიე სირაბიძემ, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაწყებითი კლასის მასწავლებლად, ჭვანის საჯარო სკოლაში დაიწყო. მან, 33 წლის განმავლობაში მრავალი ღირსეული თაობა აღზარდა. რამაზ ქარცივაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა ჟანივრის არასრულ საჯარო სკოლაში დაიწყო ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლად. ამჟამად, ჭვანის საჯარო სკოლის სერთიფიცირებულ, გეოგრაფიის მასწავლებელია. ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ნატარიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)