|
2022-05-31 01:20:19, 2815 ნახვა
პოლიტიკა
EPP - სამწუხაროა, რომ საქართველომ, დაკარგა ძნელად მოპოვებული დემოკრატიული რწმუნება
ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს და არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელმაც "გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია" "ნასამართლობა, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა - მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარების უარყოფა - და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. გამოჩენილი მედიის მენეჯერისთვის ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი პატიმრობა კი კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის სივრცის შემცირებას. EPP ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზის და ევროატლანტიკური მომავლის ავანგარდში. სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, დაკარგა ძნელად მოპოვებული დემოკრატიული რწმუნებათა სიგელები და კვლავ აჩენს ეჭვებს მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. - ნათქვამია განცხადებაში. EPP მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართვლოს ხელისუფლებას აკისრებს. "EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე - ასევე, უფრო ფართოდ, რადგან ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ - სერიოზულად ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს" , - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)