15:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 14:56:04, 926 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული

ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება.

"მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება. მე არა ვარ გულუბრყვილო და ვიცი, როგორი გამოწვევაა ჯეროვანი პოლიტიკური კულტურის აშენება და არა ერთმანეთზე იარლიყების მიკერება, როგორებიცაა მონები, ომის პარტია, პუტინისტები, მოღალატეები და ასე შემდეგ. თუმცა, მჯერა, რომ ეს გამოწვევა უნდა იქნას გადალახული. ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო, რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული",- განაცხადა კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“  სიტყვით გამოსვლისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics