|
2022-05-30 12:20:27, 1121 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, შეიძლება განახლებული აგრესიით მოუბრუნდეს საქართველოს
ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, მოლარული მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტა, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს არჩევანი ურყევია, რაც იმას ნიშნავს, რომ "მთავრობის თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს".
"ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია, მოლარული მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს. მთავარია, ამ ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების ფონზე, ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა. მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდეს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული. მთავრობის თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ეჭვს არ ბადებდეს, ამგვარად ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში და დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)