|
2022-05-29 18:11:01, 1397 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიაში ბრუნდება
ზაალ უდუმაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს. " ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება და დიდი პატივი, რომ ვყოფილიყავი ბრძოლის წინა ხაზზე და გამეარა ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ გაიარა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვიქნები სუბიექტური და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები გავატარე ძალიან ახლოს. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების. მე მიმაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც მედიაში ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)